ვითარება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან 

უკიდურესად გამწვავებული ჰუმანიტარული მდგომარეობის ფონზე საოკუპაციო რეჟიმი საოკუპაციო ხაზების გამაგრებას იწყებს.

სამიზნე ამჯერად გორის რაიონის სოფელი გუგუტიანთკარია, სადაც რუსმა სამხედროებმა 100 მეტრის პერიმეტრზე ლითონის ბოძები აღმართეს. უკანონო სამუშაოები დღეს აღარ განახლებულა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების გამოჩენას ყოველ წუთს ელის. ადგილობრივებს კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის ეშინიათ. სოფელში დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩავიდა. სწორედ მცოცავი ოკუპაცია იქნება ის მთავარი თემა, რომლებსაც ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეები არაღიარებულ რეჟიმებთან შეხვედრებზე დააყენებენ.

დღის წესრიგში იქნება ახალგორის ე. წ. გადასასვლელის გახსნაც, რომელიც არაერთი მოწოდების მიუხედავად, აგვისტოს შემდეგ ამ დრომდე ჩაკეტილი რჩება.