ვითარება ოკუპირებულ ახალგორთან

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს მხოლოდ ათი დღე აქვთ, რომ ე.წ. გადასასვლელებით ისარგებლონ. რამდენიმეთვიანი შეზღუდვის შემდეგ, დე ფაქტო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ე.წ. გამშვები პუნქტები დროებით გაიხსნა. გადაადგილების შესაძლებლობა კი იმ მოქალაქეებს აქვთ, რომლებსაც ე.წ. დოკუმენტაცია წესრიგში აქვთ.

ოკუპირებულ ახალგორში 1400 ადამიანი უმძიმეს მდგომარეობაშია. მათ არ აქვთ მედიკამენტები, სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება, არის სურსათის ნაკლებობა.

გენო ოსიყმაშვილი მუშაობს ადგილზე და ბოლო ინფორმაციას იქ არსებული მდგომარეობის შესახებ პირდაპირ ეთერში მოგვაწვდის.

დატოვე კომენტარი