ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. ე.წ. პრეზიდენტის ადამინისტრაციასთან ამ დროისთვის დაახლოებით 300 ადამიანია შეკრებილი. ისინი კვლავ რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ.

დილის საათებში,  დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმაც გაისმა. ამ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.