ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

სავარაუდოდ, ორშაბათს გახდება ცნობილი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი. რუსული საინფორმაციო გამოცემები წერენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ოპოზიციონერმა ლიდერმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა საარჩევნო კომისიას გადასცა და ეს განაცხადი უკვე დარეგისტრირდა.

პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის ოპოზიციონერი ლიდერი ასლან ბჟანია აფხაზეთის ე.წ. პრემიერს შეხვდნენ და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე იმსჯელეს.