ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

სიტუაცია უმართავი და კრიზისულია ოკუპირებულ აფხაზეთში.

არაღიარებული არჩევნებიდან ოთხ თვეში დე-ფაქტო პრეზიდენტის პოზიციები მკვეთრად შეირყა. ე. წ. ოპოზიციის ლიდერების და მათი მხარდამჭერების შემდეგ რაულ ხაჯიმბას გადადგომას თვითაღიარებული პარლამენტიც სთხოვს. დე-ფაქტო ლიდერი მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ამ დრომდე რჩებიან ე. წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სადაც გუშინ შეიჭრნენ. მოსკოვი სოხუმში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს გზავნის. სექტემბერში ჩატარებული ე. წ. არჩევნების შედეგების გაუქმების და თავის დროზე კრემლის მიერ მხარდაჭერილი ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი დონბასში რუსი სეპარატისტების მხარეს მებრძოლი რაზმის ყოფილი მეთაური ახრი ავიძბაა. ცოტა ხნის წინ დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგი დაიწყო.

ანა ბროლაძე მუშაობს თემაზე.