ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი და არსებული ვითარება – „რუსეთი ბიჭვინთაში აგარაკის გარეშეც გაძლებს, მაგრამ გავძლებთ თუ არა ჩვენ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე ესაა კითხვა“ – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა.  აფხაზური მედიის ცნობით, ამის შესახებ ასლან ბჟანიამ ადგილობრივებთან შეხვედრისას განაცხადა. რასაც მოსახლეობის მხრიდან მწვავე კითხვები და ხმაური მოჰყვა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, შესაბამისი შეთანხმება უკვე ხელმოწერილია და დარჩენილია მისი რატიფიცირება. საუბარია ბიჭვინთაში 184 ჰექტარზე, რომელსაც დაცული ტერიტორიის სტატუსი აქვს და რომლის რუსეთისთვის გადაცემასაც, საოკუპაციო რეჟიმი გეგმავს. ასლან ბჟანია უარყოფს ინფორმაციას, რომ შეთანხმება რუსეთისთვის მიწის გადაცემას ითვალისწინებს, მისი მტკიცებით, მოხდება მხოლოდ ამ ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობების გადაცემა.