ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

შეცვლის თუ არა ოკუპირებულ აფხაზეთში დეფაქტო მთავრობის ცვლილება რაიმეს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში.

ახალ დეფაქტო მთვრობას ისევ ძველი პირობა აქვს, – ნებისმიერი სახის დიალოგი მხოლოდ ე. წ. ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ. თუმცა, ბუნებრივია ოკუპირებულ რეგიონთამ და ე. წ. ხელისუფლებასთან ოფიცილაური თბილისი არანაირი დოკუმენტის გაფორმებას არ განიხილავს.

საქრთველოს ხელისუფლება ძალის გამოუყენებლობის პირობას და სამშვიდობო პოლიტიკას, უკვე წლებია ცალმხრივად ახორციელებს, განხსხვავებით რუსეთისგან, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივად დაკავებულია სამხედრო წვრთნებითა და მილიტარიზაციის პროცესით. საექსპერტო წრეებში მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანი გარდატეხა ე. წ. მთავრობის ცვლილებით არ მოხდება, თუმცა არ გამორიცხავენ ზეწოლის შერბილებას გალის მოსახლეობაზე.

ექსკლუზიურად სალომე ქოქიაშვილი ესაუბრა იმ პირებს, რომელთა ხელშიც ოკუპირებულ აფხაზეთში ე. წ. ხელისუფლება გადადის.