ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

ოფიციალური თბილისის პასუხი ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. ოპოზიციას.

საუბარია ალხას კვიცინიას განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ თბილისთან ისეთი ურთიერთობა იქნება, როგორი დამოკიდებულებაც თბილისს ექნება მათთან. მისივე ინფორმაციით, საჭიროა სამშვიდობო შეთანხმება.

აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმთან რაიმე სახის დოკუმენტის გაფორმება ან შეთანხმება გაუგებარია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის.

სალომე ქოქიაშვილი მუშაობს თემაზე.