ვითარება ნინოწმინდის პანსიონში

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ნინოწმინდის პანსიონის ახალი დირექტორი ომბუდსმენის ინსტიტუტს დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელების უფლებას მისცემს. საკითხზე განცხადება ნინო ლომჯარიამ დღეს გააკეთა. ნინო ლომჯარიასთან თბილისში შეხვედრის მზაობას გამოთქვამს მეუფე იაკობი. საკუთარ პოზიციაზე ჟურნალისტებთან მან ცოტა ხნის წინ ნინოწმინდაში ილაპარაკა.