ვითარება ნინოწმინდის პანსიონში

12:05, 12.06.2021

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ამ დრომდე  24 ბენეფიციარი რჩება. ადგილზე იმყოფებიან და მუშაობენ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები. თუმცა სახალხო დამცველის აპარატს მონიტორინგის საშუალება კვლავ არ ეძლევა. 

პარალელურად ცნობილია, რომ საპატრიარქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს, რომლითაც სოციალურ სამსახურს დაწესებულებაში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანა დაევალა.

პანსიონიდან უკვე გაყვანილია 30-ზე მეტი მოზარდი, მათი ნაწილი სახელმწიფომ სხვა დაწესებულებებში გადაიყვანა, მეორე ნაწილი კი მშობლებმა წაიყვანეს.

მსგავსი