ვითარება ნინოწმინდის პანსიონში

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან გადინების პროცესი გრძელდება.

დაწესებულებიდან კიდევ ოთხი არასრულწლოვანი გაიყვანეს. ადგილზე მონიტორინგის ჩატარების საშუალება ისევ არ ეძლევა სახალხო დამცველს. შესაბამისი უფლებამოსილებისთვის საპატრიარქო ომბუდსმენის აპარატიდან მიმართვას ელოდება. მანამდე კი პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება გაერო-ს ბავშვთა ფონდი, რომელიც აღსაზრდელებზე შესაძლო ძალადობის ფაქტებზე გამოძიების სწრაფად ჩატარებას ითხოვს. ფონდი მსგავსი დიდი ზომის ბავშვთა სახლებიდან არასრულწლოვნების საოჯახო ტიპის დაწესებულებებში გადანაწილების და მათზე ზრუნვის ალტერნატიული მექანიზმების დანერგვის აუცილებლობაზე მიუთითებს. პანსიონში დარჩენილ 29 ბავშვთან სოციალური მუშაკები ამ წუთებშიც მუშაობენ.