ვითარება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვები გრძელდება. დღეს დილიდან, მოზარდები პოლიციის განყოფილებაში კითხვებზე საპასუხოდ პერიოდულად გაჰყავთ. პარალელურად, დაწყებულია სასამართლოს განჩინების აღსრულების პროცესიც. დღის მეორე ნახევარში, პანსიონიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კიდევ ორი ბავშვი გაიყვანეს. ასევე დაწესებულებაში არსებულ ვითარებას გაეცნო დღეს საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

გიორგი კობერიძე მუშაობს ადგილზე.

მოამბე

დატოვე კომენტარი