ვითარება „ნაციონალურ მოძრაობაში“
„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება. ახალი თავმჯდომარის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პარტიაში ტემპერატურა იწევს. პარტიის წევრების ნაწილი თინათინ ბოკუჩავას მუშაობის სტილს უწუნებს. თავის მხრივ, კი ბოკუჩავა ამბობს, რომ არამომგებიანი გადაწყვეტილებების მიზეზი, თავად მსჯავრდებული სააკაშვილი იყო, რომელიც მას თავისუფლად მუშაობის საშუალებას არ აძლევდა.
პარტიის წევრები ახლა დარწმუნებულები არიან, რომ კონკრეტული ჯგუფების მხრიდან მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ლიდერების წინააღმდეგ მიზანმიმართული შეტევა ხორციელდება.
შეგახსენებთ, პარტიის თავმჯდომარეობის პოსტზე მიხეილ სააკაშვილი მხარს ნანუკა ჟორჟოლიანს უჭერს, ანა წითლიძე კი არ გამორიცხავს, რომ პოლიტსაბჭოზე საკუთარი კანდიდატურაც დააყენოს.