ვითარება „ნაციონალურ მოძრაობაში“
როდის დაიწყება „ნაციონალურ მოძრაობის“ დაანონსებული ძირეული გარდაქმნა, ჯერ ისევ უცნობია. პარტიის ყრილობა ივლისის ბოლოს არის დაანონსებული. სწორედ ამის შემდეგ უნდა გაირკვეს, ვინ იქნება თავმჯდომარეობის კანდიდატი ან გახდება თუ არა ამ პოსტის ადგილმონაცვლე ახალი ორგანო – რეფორმატორთა საბჭო, რომლის აღმასრულებელ მდივნად მიხეილ სააკაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს მოიაზრებს. ჯერ გაურკვეველია ისიც, თუ რა როლი ექნება ყოფილ პრეზიდენტს პარტიის ფორმირებაში. „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომელიც 8 ივლისის შემდეგ თავმჯდომარის გარეშეა, პარტიის გაძლიერების მოლოდინი აქვთ. „ქართულ ოცნებაში“ კი პარტიის რებრენდინგის მცდელობას მორიგ კრახს უწინასწარმეტყველებენ.