ვითარება „ნაციონალურ მოძრაობაში“

12:10, 10.07.2026

თინა ბოკუჩავა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრები საკუთარ უფლებამოსილებას ყრილობის გამართვამდე შეასრულებენ. მათ უფლებამოსილების ვადა 8 ივლისს ამოეწურათ. პარტიაში განმარტავენ, რომ ყრილობა, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს ჩაინიშნება, რომელიც დროებითი მართვის ორგანოს აირჩევს. შეიქმნება რეფორმატორთა საბჭო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პარტიაში განსახორციელებელ ცვლილებებზე.

ინიციატივა მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, რომელმაც განაცხადა, რომ ის იქნება ამ საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანს „რეფორმატორთა საბჭოს“ აღმასრულებელი მდივნის პოზიციაზე განიხილავს. თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ თავმჯდომარეობის პოსტზე კენჭისყრას აღარ აპირებს.

მსგავსი