ვითარება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება კვლავ დაძაბულია. მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ღამით აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არაღიარებული ყარაბაღის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დასახლებას გაუხსნა ცეცხლი. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. აზერბაიჯანში ამ ბრალდებას უარყოფენ. ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გუშინდელ გამოსვლაში განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ კიდევ ექვსი დასახლება გაათავისუფლა. ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთის არმია განაგრძობს მშვიდობიანი დასახლებების დაბომბვას. მათი ცნობით, სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა ქალაქი ტერტერი. შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი.