ვითარება მთიან ყარაბაღში

სომხური მედიის ინფორმაციით, არაღიარებულ მთიან ყარაბაღში განგაშის ზარი სამჯერ გაისმა. აზერბაიჯანული მხარე სომხეთის შეიარაღებული ძალების უკან დახევაზე იუწყება. როგორც სომხური მედია იუწყება აზერბაიჯანის ძალები სტეპანაკერტის მშვიდობინი მოსახლეობის მიმართულებით შეტევებს ახორციელებდნენ.

ამასთან, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს, რომ დღეს სტეპანაკერტში ერთ-ერთ უმძიმეს განთიადს შეხვდა.

აზერბაიჯანული მხარის ცნობით,  ღამის განმავლობაში, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სომხეთმა დაარღვია, რის შედეგადაც, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხოდ საომარ მოქმედებებს მიმართეს. როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო წერს, სომხეთმა ფრონტის ხაზზე დიდი ზარალი განიცადა და უკან დახევა მოუწია, თუმცა აზერბაიჯანის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით შეტევები მაინც გრძელდებოდა.