ვითარება მთიან ყარაბაღში

12:18, 11.10.2020

აზერბაიჯანული მხარე სომხეთს ისევ ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამის განმავლობაში სომხეთის სამხედრო ძალებმა განჯის მიმართულებით საარტილერიო რაკეტები გაისროლეს. ადგილობრივი მედია წერს, რომ ერთ-ერთი რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რის შედეგადაც დაღუპულია ხუთი ადამიანი. სომხეთი აზერბაიჯანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და თავის მხრივ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს.

დეტალებით რატი ხვისტანი ერევნიდან.

 

მსგავსი