ვითარება მკაცრი კარანტინის ზონებში

მარნეულთან ერთად ადგილობრივებს პროდუქციის რეალიზაციაში ეხმარებიან ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც.

როგორ მოხდება ადგილზე კარტოფილის მოსავლის გაყიდვა, – ამ თემაზე ფერმერებთან ერთად, ბოლნისის მერი, ქვემო ქართლის გუბერნატორი და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მსჯელობდნენ.

რეგიონში კარტოფილის რამდენიმე ათეულ ათას ტონა მოსავალს ელოდებიან. განიხილეს დისტრიბუტორი კომპანიების საკითხიც. ამასთან გადაწყდა, რომ ადგილობრივებს სპეციალური საშვები დაურიგდებათ, რათა პროდუქციის რეალიზაცია შეძლონ.