ვითარება მკაცრი კარანტინის ზონებში

ქვემო ქართლში კვლავ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.

ისევ ჩაკეტილია თეთრიწაყაროს მუნუციპალიტეტი, ასევე ბოლნისის რაიონის ორი სოფელი – მუშევანი და გეტა. სწორედ მუშევანია ის სოფელი, სადაც „კოვიდ 19“-ისგან გარდაცვალების ბოლო შემთხვევა დაფიქსირდა.

რა ვითარებაა ქვემო ქართლის სოფლებსა და ქალაქებში, – ბოლო ინფორმაციას რეგიონიდან რუსუდან ლოლაძე მოგვაწვდის.