ვითარება მკაცრი კარანტინის ზონაში

ბოლნისში კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევა დღეს არ დაფიქსირებულა. ამ დრომდე ჩაკეტილია მუნიციპალიტეტის ორი სოფელი – მუშევანი და გეტა, სადაც ეპიდსიტუაცია კვლავ მძიმეა.

რეგიონში უკვე მესამე დღეა ეპიდემიოლოგები მუშაობენ. შემთხვევითობის პრინციპით, ყველა ტერიტორიულ ერთეულში მოსახლეობას სწრაფ ტესტებს უტარებენ. სულ ბოლნისში, ხუთ დღეში, ამ პრინციპით 150 ადამიანი უნდა შემოწმდეს.

61-დღიანი იზოლაციის შემდეგ, ბოლნისი გუშინ გაიხსნა. მუნიციპალიტეტში სულ კოვიდ-19-ის 162 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულია 75 და გარდაცვლილია სამი ადამიანი.

დატოვე კომენტარი