ვითარება მკაცრი კარანტინის ზონაში

ორი თვის შემდეგ იხსნება ბოლნისის რაიონიც. თუმცა ჩაკეტილი დარჩება მუნიციპალიტეტის ორი სოფელი – მუშევანი და გეტა, სადაც ყველაზე მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ეპიდემიოლოგები ბოლნისის ამ სოფლებში არსებულ სიტუაციას იტალიასაც კი ადარებენ და ინფიცირებულთა მკვეთრი ზრდის მთავარ მიზეზად, რეკომენდაციების და შეზღუდვების იგნორირებას ასახელებენ. საერთო ჯამში, მარტის ბოლოდან რაიონში 160 შემთხვევაა დაფიქსირებული. გეტას და მუშევანის გარდა, დანარჩენ სოფლებში, სადაც კოვიდ-19-ის ფაქტები დაფიქსირდა, ახალი შემთხვევები ორი საინკუბაციო პერიოდის გასვლის მერე აღარ გამოვლენილა, რის გამოც, მათი გახსნა გადაწყდა. დღეიდან ბოლნისში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით სპეციალური კვლევის ჩატარება დაიწყო – შეირჩევა 150 ადამიანი, რომლებსაც სწრაფ ტესტებს ჩაუტარებენ. ანალოგიური კვლევა ჩატარდება მწვანე რეგიონშიც, კახეთში, კერძოდ – თელავში, სადაც დღემდე ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

მოამბის გადამღები ჯგუფის წევრები: გიორგი კობერიძე, შოთა ჩოხელი და სანდრო კვეზერელი, 61-ე დღეა კარანტინის ზონაში მუშაობენ.

როგორ ემზადება რაიონი გასახსნელად? – გიორგი კობერიძის ჩართვა ბოლნისის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან, რომლის დემონტაჟი იწყება.