ვითარება მკაცრი კარანტინის ზონაში

ანალიზის პასუხები მიიღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სადაც „კოვიდ 19“ კიდევ ექვს პირს დაუდგინდა.

სოფლებში, გეტასა და მუშევანში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, ეპიდსიტუაცია ისევ რთულია. ახალი ფაქტები სწორედ ამ დასახლებებს უკავშირდება.

ბოლო ინფორმაციით შემოგვიერთდება გიორგი კობერიძე, რომელიც უკვე თითქმის 2 თვეა ჩაკეტილ ზონაში მუშაობს.