ვითარება მკაცრი კარანტინის ზონაში

ბოლნისის რაიონის სოფელი გეტა ჩაკეტეს. დასახლებიდან გასვლა და იქ შესვლა დღეიდან აკრძალულია. ბოლნისში გუშინ და დღეს დაფიქსირებული კოვიდ-19-ის 17 ახალი შემთხვევიდან რვა ინფიცირებული სწორედ გეტადანაა. დანარჩენი ცხრა ფაქტი კი, სოფელ მუშევანს უკავშირდება, რომელიც 25 აპრილის შემდეგ უკვე ჩაკეტილია. ორივე სოფელში ეპიდემიოლოგები ახლა ინფიცირებულთა კონტაქტებს იკვლევენ და „პისიარ“ ტესტებს უტარებენ.

საქართველოში სწორედ ბოლნისის რაიონი აღმოჩნდა ყველაზე მაღალი რისკის ზონა. ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, მხოლოდ ბოლნისში 139 შემთხვევაა დადასტურებული. სწორედ რთული ეპიდემიოლოგიური სურათის გათვალისწინებით, ბოლნისში, მარნეულისგან გასხვავებით, საკარანტინო რეჟიმის გაუქმება ჯერ არ იგეგმება.

რამდენი საკვლევი მასალაა გაგზავნილი ლაბორატორიებში, დღევანდელი შემოწმების შემდეგ – გიორგი კობერიძე გვერთვება ბოლნისიდან.