„არ მივიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა ცუდად მართულ დემოკრატიულ ქალაქში, მათ საპროტესტო აქციებსა თუ არეულობებში, ვიდრე ისინი დახმარებას არ გვთხოვენ“, – ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, იმიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახური მკაცრად დაიცავს ყველა იმ ფედერალურ შენობას, რომელსაც მისივე შეფასებით, „მაღალანაზღაურებადი შეშლილები, აგიტატორები და ამბოხებულები“ ესხმიან თავს. შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ გუშინ ორეგონის შტატში დამნაშავეები ფედერალურ შენობაში შეიჭრნენ და შიგნით მყოფ ადამიანებს ზიანი მიაყენეს და ადგილობრივმა პოლიციამ მათ შესაჩერებლად ვერაფერი გააკეთა. როგორც ტრამპი აღნიშნავს, ამას აღარ დაუშვებს და ყველგან, სადაც ადგილობრივი ხელისუფლება „აგიტატორებთან“ გამკლავებას ვერ შეძლებს, მათ ფედერალური მთავრობა დაეხმარება.