ვითარება მინეაპოლისში
მინეაპოლისში ფედერალური აგენტის მიერ ალექს პრეტის მკვლელობის შემდეგ, სასაზღვრო პატრულის უფროსი და იმიგრაციის რამდენიმე აგენტი მინეაპოლისს ტოვებენ. „სიენენი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა გრეგორი ბოვინოს სოციალურ მედიაზე წვდომა შეუჩერა. ის დღეში რამდენჯერმე აქვეყნებდა პოსტებს, სადაც აკრიტიკებდა თავის მოწინააღმდეგეებს, აზიარებდა დაკავებული იმიგრანტების ფოტოებს და საკუთარ გამოსვლებს. შეგახსენებთ ალექს პრეტის დაღუპვის შემდეგ, რომელიც საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ოპერაციის დროს სროლის შედეგად მოკლეს, მინესოტაში საპროტესტო აქციები განახლდა. აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ სროლა თავდაცვის მიზნით მოხდა, თუმცა ეს ვერსია ბევრი მოქალაქისთვის საეჭვოა.