ვითარება მესტიაში

მესტიაში, მთიდან ყინულის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე მოხსნილია – წყლის დონემ ეტაპობრივად დაიკლო და ამ ეტაპზე, მიმდებარე ტერიტორიისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

არც ერთი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.