ვითარება მესტიაში

მესტიაში, მთიდან ყინულის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე მოხსნილია – წყლის დონემ დაიკლო და მიმდებარე ტერიტორიისთვის ამ ეტაპზე საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

სიტუაციას ადგილზე სპეციალისტები სწავლობდნენ. მათ უკვე დაასრულეს სამუშაოები და რეგიონიც დატოვეს. ვითარება კონტროლს ექვემდებარება. არც ერთი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.