ვითარება მარტყოფის მამათა მონასტერში

19:04, 20.04.2020

კარანტინია გამოცხადებული მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში.

რვა სასულიერო პირი თვითიზოლაციაში იმყოფება. ქვემო ქართლის გუბერნატორის ინფორმაციით, სასულიერო პირების გადასვლა თვითიზოლაციაში მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 11 აპრილს ერთ-ერთ მოძღვართან აღსარებაზე მისულ ქალს ორი დღის შემდეგ „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. შოთა რეხვიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე სასულიერო პირებს რაიმე სიმპტომები არ აღენიშნებათ.

მსგავსი