ვითარება მარნეულში

სიტუაცია არ შეცვლილა მარნეულში.

ცხრა საეჭვო შემთხვევაზე უარყოფითი პასუხი მოვიდა. კარდაკარის პრინციპით სამედიცინო შემოწმების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. თუმცა იგეგმება პროცესის განმეორება, რომელიც, სავარაუდოდ, ორშაბათს დაიწყება. საველე ჰოსპიტალი, რომელიც რაიონში კარანტინის გამოცხადების შემდეგ მოაწყვეს, უკვე დაშლილია. მიზეზი „ჯეო ჰოსპიტალში“ საკარანტინე პერიოდის დასრულებაა. საავადმყოფო პაციენტებს სრული დატვირთვით იღებს.

ლიკა ალელიშვილი ბოლო მონაცემებით, ჩაკეტილი მარნეულიდან.