ლოს-ანჯელესში საიმიგრაციო რეიდების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები გრძელდება. შეტაკებები დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის, დამწვარი ავტომობილები, ძარცვის შემთხვევები – ასეთი მდგომარეობაა კალიფორნიის შტატში, სადაც ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ.
აქციების დროს, ბოლო ორი დღის განმავლობაში, დაკავებულია 120-ზე მეტი ადამიანი. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს. პოლიციამ კი აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი აირი და რეზინის ხელკეტები გამოიყენა.
დაპირისპირების მიუხედავად, დონალდ ტრამპი ჯერჯერობით არ აპირებს ამბოხების აქტის ამოქმედებას – გივი ბარამიძე დეტალებით.