ვითარება ლიბიაში

ლიბია სამოქალაქო ომის ესკალაციის ზღვარზეა. ამბოხებულმა გენერალმა, ხალიფა ჰაფტარმა ტრიპოლიზე იერიში დაიწყო.

დედაქალაქში ამჟამად საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული მთავრობა იმყოფება, თუმცა მის სამხრეთ შემოგარენში გენერალი ჰაფტარის კონტროლის ქვეშ არსებული ლიბიის ნაციონალური არმიაა დაწინაურებული.

საერთაშორისო საზოგადოება დაპირისპირებულ მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და ვითარების მშვიდობიანი ხერხებით მოგვარების გზებს ეძებს.