ვითარება ლენტეხის მუნიციპალიტეტში

ლენტეხის მუნიციპალიტეტში გარესამყაროს მოწყვეტილი ხუთი სოფლიდან, ერთ დასახლებასთან – სოფელ ესიერთან დამაკავშირებელი გზა გახსნილია. გრძელდება სამუშაოები დანარჩენ ოთხ სოფელთანაც. ადგილობრივ ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ დღის ბოლომდე სოფელ საყდართან მისასვლელი მონაკვეთიც გაიწმინდება და მიმოსვლაც შესაძლებელი იქნება.

ამ დროისათვის კი ადგილობრივებს მედიკამენტებსა და პროდუქტებს სპეციალურად მოწყობილი საბაგიროს საშუალებით აწვდიან.

ირმა ჭოლაძე სტიქიის ზონიდან ბოლო ინფორმაციით.