ლარსის გამშვებ პუნქტთან ამ დრომდე რუსეთის მოქალაქეების გრძელი რიგი დგას. მას შემდეგ რაც, რუსეთის პრეზიდენტმა, ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანება გამოსცა, საქართველოში შემოსვლის მსურველთა ნაკადი არ წყდება. საზღვრის კვეთის მსურველთა რაოდენობის გამო, მოქალაქეებს საათობით უწევთ რიგში დგომა. ქვეყანაში შემომსვლელთა უმრავლესობა მამაკაცია – მათი ნაწილი არ მალავს, რომ მეზობელ ქვეყანაში ომში გაწვევის საფრთხეს გამოექცნენ, ნაწილი კი ჩამოსვლის მიზეზზე საუბრისგან თავს იკავებს.