ვითარება ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე

ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსეთის მოქალაქეთა ნაკადი არ წყდება. პუტინის მიერ მიღებული ახალი კანონის მიუხედავად, რომელიც ნაწილობრივი მობილიზაციისგან თავის არიდების შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთას 3-დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს, რუსეთის მოქალაქეები ქვეყნის დატოვებას ცდილობენ. საზღვრის კვეთის მსურველთა რაოდენობის გამო, მათ საათობით უწევთ რიგში დგომა. ქვეყანაში შემომსვლელთა უმრავლესობა, მამაკაცია. მათი ნაწილი არ მალავს, რომ მეზობელ ქვეყანაში, ომში გაწვევის საფრთხეს გამოექცა, ნაწილი კი ჩამოსვლის მიზეზზე არ საუბრობს.