ვითარება ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე

ლარსის საბაჟოზე რუსეთიდან შემომსვლელთა ნაკადი შემცირებულია.

სასაზღვრო გამშვები პუნქტი საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ქვეყანაში ვლადიკავკაზიდან შემოდიან არა მხოლოდ მამაკაცები, რომლებიც ნაწილობრივ მობილიზაციას გამოექცნენ, არამედ ქალები და ბავშვებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ პროცესი მაქსიმალურად კონტროლდება.