ვითარება ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე

ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე საგანგებო რეჟიმში მუშაობა გრძელდება. რუსეთის მხრიდან ავტოკოლონების რიგებია. საქართველოში შემოსვლის მსურველთა ნაწილი საზღვარზე ფეხით გადმოდის. რუსული მედიის ინფორმაციით, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან, ვლადიკავკასის მხრიდან, სამხედრო კომისარიატის მობილიზაციის პუნქტი მოეწყობა.

ადგილზე „მოამბის“ გადამღები ჯგუფი მუშაობს.