ვითარება კონფლიქტის ზონაში 

სირიაში აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ზავის ვადა დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე იწურება.

შეთანხმების მიხედვით, სასაზღვრო რაიონებში მყოფ სირიელ ქურთებს 30-კილომეტრიანი ზონა 120 საათის განმავლობაში უნდა დაეტოვებინათ. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ თუ ქურთთა შეიარაღებული შენაერთები აღნიშნულ ტერიტორიას არ დატოვებენ, ანკარა ოპერაციას განაახლებს. თავის მხრივ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სრულდება და ქურთები თურქეთის სასაზღვრო რაიონებს ტოვებენ. ამავე დროს, შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სრულად არის მზად, თურქეთის წინააღმდეგ გამოიყენოს სამხედრო ძალა.