ვითარება კობი-გუდაური-ლენტეხის გზებზე

უამინდობა და შეზღუდვების საავტომობილო გზებზე. ამ დრომდე ჩაკეტილია გუდაური კობის მონაკვეთი. მეტეოროლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე ვერ ხერხდება. მეორე დღეა ყაზბეგიდან მოქალაქეების გადმოყვანა საბაგიროების მეშვეობით ხდება. გზებზე სატვირთო ავტომობილების კოლონა დაახლოებით ფასანაურიდან იწყება. მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, მობილიზებულია ტექნიკა და მუშაობა ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება.

დატოვე კომენტარი