ვითარება კობა-გუდაურის გზაზე

გუდაური-კობის მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა ისევ აკრძალულია.

შეზღუდვა ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებაზე ვრცელდება. უამინდობამ განსაკუთრებული პრობლემა  იმ მსუბუქი და სატვირთო ავტომობილის მძღოლებს შეუქმნა, რომლებიც ლარსის გამშვები პუნქტისკენ მიდიოდნენ.

ამინდის გაუმჯობესებას სინოპტიკოსები ხვალიდან ვარაუდობენ. სწორედ გამოდარების შემდეგ ადგილზე გარემოს სააგენტოს სპეციალისტები მივლენ და დაადგენენ, არის თუ არა გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ზვავსაშიშროება.