ვითარება ხურჩაში

საოკუპაციო რეჟიმის მორიგი უკანონო ქმედება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალებმა ადრე არსებული მავთულხლართები შეცვალეს და დამატებით უკანონო ინსტალაციები აღმართეს. ასევე, ბოძებზე მიმდინარეობს ვიდეოკამერების მონტაჟი.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, აღნიშნულის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. უწყების განცხადებით, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას.