ვითარება ქალაქ იზიუმში

უკრაინელი სამხედროების მიერ გათავისუფლებული ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში რუსეთის ოკუპაციის შედეგად სულ მცირე ათასი სამოქალაქო პირი დაიღუპა. ქალაქის ინფრასტრუქტურის 80 პროცენტი განადგურდა. ამის შესახებ იზიუმის საქალაქო საბჭოს დეპუტატმა, მაქსიმ სტრელნიკოვმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, იზიუმის თავზე დროშა 10 სექტემბერს აღიმართა და ქალაქში ჯერ კიდევ მიმდინარეობს სტაბილიზაციური ღონისძიებები, რომლებსაც შეიარაღებული ძალები, უსაფრთხოების სამსახური და სხვა სამართალდამცავი ორგანოები ატარებენ.