საქართველოს პრეზიდენტის განცხადება

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში, ქალაქ იზიუმში აღმოჩენილ სამარხებსა და საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილ სისასტიკეს „ტვიტერზე ეხმაურება“.

„უმკაცრესად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს იზიუმში. ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. უკრაინა არ დაეცემა და დადგება მშვიდობა!“ – ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.