ვითარება კარანტინის ზონებში

საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში, ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 31 მოქალაქე რჩება.  სამედიცინო ცენტრის მენეჯერის თქმით, რამდენიმე მოქალაქემ, სასტუმრო ჯანდაცვის წარმომადგენლების ნებართვის საფუძველზე დატოვა და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. რაც შეეხება 31 მოქალაქეს, მიშა ქამუშაძის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ. ისინი მერვე დღეა იზოლირებული არიან და საკარანტინო რეჟიმს ერთ კვირაში დაასრულებენ.

21 ადამიანია მოთავსებული აბასთუმნის ცენტრში. ცენტრის დირექტორის, რეზო ჟღენტის თქმით, განგაშის და პანიკის საფუძველი არ არსებობს. ჩატარებულია კლინიკური კვლევები და პაციენტებს ვირუსი არ დაუდასტურდათ.