ვითარება კარანტინის ზონაში #მოამბე მარნეულიდან

მარნეულის საავადმყოფოში შვიდი საეჭვო შემთხვევიდან კოვიდ-19 მხოლოდ ერთთან დადასტურდა. ინფიცირებული ბოლნისის რაიონიდანაა. 62 წლის პაციენტი თბილისში გადმოიყვანეს. მუნიციპალიტეტში, სადაც მესამე კვირაა კარანტინია გამოცხადებული, მოსახლეობას ხელმეორედ ამოწმებენ. თერმოსკრინინგი 4 000-მდე ადამიანს ჩაუტარდა. რადგან ორკვირიანი პერიოდი გასულია, რაიონიდან უკვე დაიწყებენ იმ პირების გაყვანას, რომლებიც მარნეულში დროებით იყვნენ ჩასულები. თუმცა მუნიციპალიტეტის დატოვების შემდეგ მათ საკარანტინე სივრცეებში გადაანაწილებენ.