ვითარება კარანტინის ზონაში #მოამბე ბოლნისიდან

ბოლნისის რაიონის სოფელ სავანეთში ეპდემიოლოგები მუშაობენ. იკვლევენ გუშინ გამოვლენილი ინფიცირებული 62 მამაკაცის დაავადების წყაროს. სავარაუდო წყაროზე რამდენიმე ვერსია ვრცელდება. მამაკაცს, რომელსაც კოვიდ 19 დაუდასტურდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში უკვე დაფიქსირებულ არცერთ შემთხვევასთან არ ჰქონია კავშირი. ინფიცირებულის ოჯახის ყველა წევრი და ის ადამიანები, რომლებსაც დაავადებულთან ახლო კონტაქტი ჰქონდათ, საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს.