ვითარება კარანტინის ზონაში #მოამბე ბოლნისიდან

მარნეულში დღეს დადასტურებული ახალი შემთხვევა ბოლნისს უკავშირდება. ინფიცირებული ბოლნისის მუნიციპალიტეტის იმ სოფელში ცხოვრობდა, სადაც დღემდე კოვიდ 19-ის არცერთი ფაქტი არაა დაფიქსირებული. წინასწარი მონაცემებით, მას ბოლნისში გამოვლენილ არცერთ დაინფიცირებულთან არ ჰქონია კონტაქტი. 62 წლის კაცის სოფელში ახლა ეპიდემიოლოგები იმყოფებიან და ყველა შესაძლო კონტაქტს სწავლობენ. სულ ბოლნისის მუნიციპალიტეტში დღემდე კორონავირუსის ცხრა ფაქტია დადასტურებული.

გიორგი კობერიძე და შოთა ჩოხელი მუშაობენ ბოლნისიდან ბოლო ინფორმაციით.