ვითარება კარანტინის ზონაში

საკარანტინო ზონებში დღეიდან მოხალისეთა დამატებითი ჯგუფები იმუშავებენ. ისინი კარდაკარ ივლიან და ადგილობრივების ჯანმრთელობის მდგომარეობას გააკონტროლებენ. დღესვე მუნიციპალიტეტებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებიც ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე დაბეჭდილ ფლაერებს დაარიგებენ. სამართალდამცავები კი საკარანტინო ზონის შესასვლელებთან სიტუაციას აკონტროლებენ.

რუსუდან ლოლაძე დეტალებით.