ვითარება მარნეულში

მარნეულში სურსათის და პირველადი მედიკამენტების დარიგება იწყება.

მუნიციპალიტტეის მასშტაბით ყველა ოჯახს არსებული სიის შესაბამისად ყველა საჭირო პროდუქტი გადაეცემა. პარალელურად, მზად არის უკვე საველე ჰოსპიტალში საჭიროების შემთხვევაში მიიღოს პაციენტები. მედიკოსები კი „კოვიდ 19“-ის გავრცელების პრევენციის ფარგლებში ოჯახებს ამოწმებენ. ქალაქში და სოფლებში საინფორმაციო კამპანიაც დაყებულია იმისთვის, რომ მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდეს.

„მოამბის“ გადამღები ჯგუფები მთელი კარანტინის პერიოდში, მარსეულსა და ბოლნისში სპეციალური ეკიპირებით იმუშავებენ.

ლიკა ალელიშვილი დეტალებით.