ვითარება კარანტინის ზონაში

კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების პასუხს ელოდებიან დღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტში.

გაჩიანის დასახლებაში სულ 56 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 36 სოფელ ყარაჯალაში დადასტურდა. რამდენიმე ადამიანის ინფიცირების წყარო კი ჯერ კიდევ უცნობია. უკვე მეშვიდე დღეა დასახლება ჩაკეტილია.

რუსუდან ლოლაძე მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას.